ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა გამართა

ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი დელეგაციის წევრებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდა.

„მხარეებმა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე, ქვეყნის ცხოვრებაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

მეუფე თეოდორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, ბელგიის ხელისუფლების მიმართ მადლიერება გამოხატა ბელგიაში არსებული ქართული სამრევლოებისა და დიასპორის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.

ჰაჯა ლაბიბმა მღვდელმთავრებს საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის ისინი საპასუხო ვიზიტით ბელგიაში მიიწვია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება