კინემატოგრაფისტების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით გამოცხადებულ ბოიკოტს კინოს სფეროს 400-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა

კინემატოგრაფისტების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით გამოცხადებულ ბოიკოტს კინოს სფეროს 400-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა.

კინოს სფეროს წარმომადგენლების პროტესტის მიზეზი უცვლელია. ისინი მოითხოვენ, რომ კინოცენტრის დირექტორი სფეროს წარმომადგენლების მიერ იყოს არჩეული.

„ბოიკოტს უკვე 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტი შეუერთდა! ეს რიცხვი მეტყველებს კინოს სექტორში არსებულ მასშტაბურ პრობლემაზე, რომლის გადასაჭრელადაც კულტურის სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი.

400-ზე მეტმა კინემატოგრაფისტმა უნდობლობა გამოვუცხადეთ კინოცენტრის არალეგიტიმურ მმართველობას და მივმართეთ ქართული კინოს ისტორიაში პროტესტის უპრეცედენტო ფორმას. მოვითხოვთ, კინოცენტრის დირექტორი იყოს არჩეული სფეროს წარმომადგენლების მიერ.

მიტაცებული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად, ბოიკოტის მონაწილე ასობით კინემატოგრაფისტი პროტესტის ნიშნად აღარ მიიღებს მონაწილეობას არალეგიტიმური კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში.

უარს ვამბობთ, ვიყოთ ჟიურის წევრები საკონკურსო კომისიებში. უარს ვამბობთ ვიმუშაოთ კინოპროექტებზე, რომლებიც დაფინანსდება 2023 წლის აგვისტოდან”, - განაცხადეს კინემატოგრაფისტებმა.

კინემატოგრაფისტების წარმომადგენლების განმარტებით, ბოიკოტი არ ეხება იმ პროექტებსა და ფილმებს, რომელთა წარმოება დაიწყო ბოიკოტის გამოცხადებამდე და უკვე მიმდინარეობს.

„ბოიკოტი არ ეხება იმ პროექტებსა და ფილმებს, რომელთაც უკვე აქვთ მიღებული კინოცენტრის დაფინანსება. ასეთ პროექტებს უკვე აკისრიათ ფინანსური და იურიდიული ვალდებულებები, და მათი არ შესრულება, ჩაითვლება კანონდარღვევად.

ბოიკოტს უერთდებიან კინოს წარმოებაში ჩართული ყველა სფეროს წარმომადგენლები: საპროდიუსერო კომპანიები და სტუდიები, მსახიობები, ოპერატორები, ხმისა და მონტაჟის რეჟისორები, მხატვრები, გამნათებლები, ფოკუს ფულერები, მუსიკოსები, ქასთინგ მენეჯერები, ანიმატორები, ფოტოგრაფები, ხმის ტექნიკოსები, სტუდენტები, სცენარისტები, კინომცოდნეები, რეჟისორები, პროდიუსერები ა.შ.

ბოიკოტის ხელმომწერთა სია ყოველდღე იზრდება და ღიად დარჩება ყოველი კინემატოგრაფისტისთვის, კინოში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც იზიარებს ბოიკოტის მოთხოვნას - კინოცენტრის დირექტორის პოზიცია გახდეს არჩევითი”, - აღნიშნეს კინოს სფეროს წარმომადგენლებმა.

კინომცოდნის ლევან აბდუშელიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კინემატოგრაფისტების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე შესაბამის წარმომადგენლებს რეაგირება არ ექნებათ, ისინი კვლავ გააგრძელებენ პროტესტს.

„პირველ რიგში, ბოიკოტის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ კონკურსებში, რომელიც გამოცხადება აგვისტოს თვიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, უნდობლობა იმ პროცესების მიმართ, რაც მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ შეიცვალოს დირექტორის არჩევის წესი. კინოცენტრში დირექტორი დემოკრატიული წესით უნდა დაინიშნოს. ჩვენ ველოდებით გამოხმაურებას, წამოსვლას იმ მოთხოვნებზე, რაც ჩვენ გვაქვს”, - განაცხადა ლევან აბდუშელიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო