თბილისის მერია - გლდანის რაიონში სამი ლოკაცია დასუფთავდა, სადაც უკანონოდ იყო განთავსებული სამშენებლო ნარჩენი

დედაქალაქის მერიის ცნობით, დასუფთავების მორიგი აქცია გლდანის რაიონში ჩატარდა.

როგორც მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენები მუხიანში - ნოზაძის ქუჩიდან, გლდანის I მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან და ზაჰესში - შოთაძის ქუჩიდან გაიტანეს.

„ნოზაძის ქუჩაზე ნარჩენების შემკრები ექვსი ახალი კონტეინერიც განთავსდა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟდა ფოტოხაფანგი. დასუფთავების შემდეგ, სამივე ტერიტორია მოირეცხება.

მუხიანში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - www.tbsg.ge’,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა