ლევან ხაბეიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისში ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე თუ გვსურს 2024 წლის არჩევნებს მარტო სახელად არ ერქვას არჩევნები და რეალურად ივანიშვილის და რუსული პარტიის მთავარი მოწინააღმდეგე ტყვეობაში არ უნდა ხვდებოდეს მოახლოებულ, გადამწყვეტ არჩევნებს. ასევე ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა