„მშვიდობის ხიდიდან“ უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობის ფარგლებში 32-მეტრიანი დროშა გადმოფინეს

„მშვიდობის ხიდთან“ უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი გაიმართა.

ქართველმა და უკრაინელმა აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 32-მეტრიანი უკრაინის სახელმწიფო დროშა „მშვიდობის ხიდზე“ გადმოფინეს.

როგორც ფლეშმობის მონაწილეები აცხადებენ, 32 სიმბოლური ციფრია და უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს ნიშნავს.

„დღეს არის უკრაინის ეროვნული დროშის დღე, რომელსაც საქართველოშიც აღვნიშნავთ ისევე, როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ეს დღე ძალიან განსაკუთრებული და ძვირფასია უკრაინელებისთვის და ქართულ-უკრაინულმა პლატფორმამ გადავწყვიტეთ, რომ ამ ფორმით აღგვენიშნა. რატომ 32? - 32 არის უკრაინის დამოუკიდებლობის წლების რაოდენობა.

თავად უკრაინა ამბობს, რომ ეს დამოუკიდებლობა და მისი განმტკიცება შეუძლებელი იქნებოდა უკრაინის მეგობრების გარეშე და რა თქმა უნდა, ამ მეგობრებში საქართველოც მოიაზრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც გული შესტკივა და ერთად ვიბრძვით ამ ომში, შევკრებილიყავით თბილისში და ასეთი ფორმით აღგვენიშნა უკრაინის ეროვნული დროშის დღე", - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო წითლანაძემ.

ამასთან, „მშვიდობის ხიდთან“ იმყოფებოდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ შულგა. როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ომის მიუხედავად უკრაინის მთავარი სიმბოლოს დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნება.

„ეს დღე აღინიშნება მთელს მსოფლიოში დღეს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ომის მიუხედავად შეგვიძლია ერთად შეკრება და ჩვენი მთავარი სიმბოლოს დღისადმი მიძღვნილი დღესასწაულის აღნიშვნა. ეს არის პატარა ნაბიჯი, პატარა საქმე იმისთვის, რომ დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ. გამარჯვებას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ გამარჯვების გარეშე უკრაინა არ იარსებებს. დღეს, ხვალ და სადამდეც საჭირო იქნება ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრ შულგამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო