რევაზ სოხაძე - ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პირველი ეტაპი ხორციელდება - ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, რომლებზეც ოპონენტები საუბრობენ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სრულიად გასაგებია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გარკვეული განცხადებების კეთება უწევთ, თუმცა პროფესიული კუთხით ეს არც მისაღები და არც სწორი არ არის.

საკრებულოს წევრის თქმით, თბილისში მშენებლობის დასაწყებად რამდენიმესაფეხურიანი სანებართვო სისტემა არსებობს, რომელიც საბოლოო სახის მიღებამდე ნებისმიერმა პროექტმა უნდა გაიაროს.

„თბილისში ძნელად თუ მოიძებნება მშენებლობა, რომელსაც ესა თუ ის მხარე, ჯგუფი თუ ადამიანი არ აკრიტიკებს. ჩვენს დედაქალაქში მშენებლობის ნებართვის მისაღებად რამდენიმესაფეხურიანი სისტემა არსებობს. ნებისმიერმა პროექტმა საბოლოო სახის მიღებამდე რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს.

ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ახლა პირველი ეტაპი ხორციელდება, რაც განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ-ის) დავალებას გულისხმობს. სწორედ ამ დავალების ფარგლებში განხორციელდება ყველა ის საჭირო კვლევა, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებაში, რომელიც საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, ჩამოთვლილია კვლევები, რომლებიც უნდა ჩატარდეს. გრგ-ის დავალებაც სწორედ ამას გულისხმობს.

„დამკვეთი იღებს დავალებას, თუ რა კვლევები უნდა აწარმოოს და პროექტი მხოლოდ ამის შემდეგ, ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, უნდა წარმოადგინოს.

მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებაში, იმისათვის, რომ ნებისმიერი რისკისგან დაზღვეული ვიყოთ, ჩამოთვლილია ყველა ის კვლევა, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ. დღეს გრგ-ის დავალების ეტაპზე, ნებისმიერი მსჯელობა არქიტექტურულ იერსახეზე თუ სხვა რამეზე არის არარელევანტური, რადგან ეს არის კონცეფცია, გარკვეული მონახაზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის ზუსტი პროექტი“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გრგ-ის დავალების შესრულების შემდეგ გაეცემა.

„ამ პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა დედაქალაქის სხვადასხვა წრეებში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. პროექტს გავლილი აქვს ისტორიული საბჭო. იყო სხვადასხვა ვარიანტები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება, საბოლოო ჯამში შეჯერება მაღლივ განაშენიანებაზე მოხდა, მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს კონცეფცია, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, არის ოპტიმალური და მისაღები“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი