საქართველოს სახალხო დამცველი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს აჯა ლაბიბის შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მთავარ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, უმცირესობათა უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

„ისაუბრეს ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხებსა და საქართველოს სახალხო დამცველის როლზე ამ პროცესში. ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება