„ჯივიპი“ ბურჯანაძის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

24 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბურჯანაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა - შეცვალა 1.3 კმ სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 30 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 18 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ბურჯანაძის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 24 აგვისტოს დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან, 26 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველის, გვაზავას, ცისკარას (გურჯიევის), ოდიშელიძის, ფრისის ქუჩებს.

სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.

ნავთლუღის მე-2 დასახლებაში - რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს.

კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება