„ნიუ ჰოსპიტალსში“ ჭარბწონიანი პაციენტებისთვის ქირურგიულ ჩარევებზე უპრეცედენტო შეთავაზება მოქმედებს

„ნიუ ჰოსპიტალსი“ მორბიდული სიმსუქნის მქონე პაციენტებს განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ჭარბი წონა, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ბარიატრიული ქირურგის უფასო კონსულტაციით; ასევე, მიიღონ უპრეცედენტო ფასდაკლება ბარიატრიულ პროცედურებსა და პაციენტის მეთვალყურეობის პროგრამაზე. პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ 30 წლიანი გამოცდილების მქონე ქირურგი, გია მოსიაშვილი და ენდოკრინოლოგი, ლიკა კაჭარავა.

კონსულტაცია რეკომენდებულია პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებს:

  • ჭარბი წონა და ჰქონია დიეტით წონის კლების წარუმატებელი მცდელობები. ასევე, პაციენტებისთვის, რომელთაც ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად ვერ მიაღწიეს შედეგს;
  • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2) ან აქვს მისი განვითარების მაღალი რისკი;
  • მორბიდულ სიმსუქნესთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

მორბიდული სიმსუქნე დაკავშირებულია ჯანმრთელობის რისკებთან და იწვევს ისეთ გართულებებს როგორიც არის: შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2), ღვიძლის გაცხიმოვნება, ინფარქტი, ინსულტი, ხერხემლის და ქვემო კიდურების მსხვილი სახსრების დაზიანება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული და მწვავე დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია და ძილის აპნოე. მორბიდული სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში მაღალია სხვადასხვა კიბოს განვითარების რისკი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ბარიატრიული ქირურგია მორბიდული სიმსუქნის მკურნალობის მიმართულებაა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ბარიატრიული მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ექიმთან კონსულტაციის შედეგად, ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ბარიატრიული ქირურგიის ცენტრის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს ქირურგიული პროცედურების ჩატარებას და პაციენტების პოსტოპერაციულ მეთვალყურეობას. მკურნალობის პროცესში ერთვება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც მოიცავს ბარიატრიულ ქირურგს, ენდოკრინოლოგს, ფსიქოლოგს, გასტროენტეროლოგს, თერაპევტს, კარდიოლოგს, გინეკოლოგს, ანგიოლოგს, ანესთეზიოლოგს და რადიოლოგს. პაციენტებისთვის შესაძლებელია ერთ სივრცეში მიიღონ ყველა აღნიშნული სერვისი, როგორც წინასაოპერაციო ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში და აწარმოონ ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

(R)

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის