თბილისში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრი ბენიამინ ლიმბახი იმყოფებოდა

20-დან 24 აგვისტომდე, თბილისში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრი ბენიამინ ლიმბახი იმყოფებოდა.

როგორც გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლიმბახმა შეხვედრები გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსთან.

ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ასევე სტუმრობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრებს მოსამართლეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„ჩემზე, როგორც ევროპელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობამ საქართველოში ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად. დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ღია დიალოგი მოქალაქეებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციის მიხედვით, ლიმბახმა ასევე მოინახულა სასჯელაღსრულების ორი დაწესებულება, სადაც მიიღო ინფორმაცია მათი სტრუქტურისა და პატიმრებისადმი მიდგომის შესახებ.

„პატიმართა წარმატებული რესოციალიზაცია დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. რესოციალიზაცია დაზარალებულთა საუკეთესო დაცვის საშუალებაა. ამ მიზნით საქართველოს ხელს ვუწყობთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის თანამედროვე სისტემის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები ამ მიმართულებით“,- აღნიშნა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა