საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე - ყველა პროექტზე ისმის, რომ ეს არის „ურბანული გენოციდი“ - ეს ფრაზაც გაცვდა, რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ

დღეს ჩვენი კოლეგები მერის მოსვლას ითხოვენ, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მოვიდეს საკრებულოში მერი კონკრეტულ გრგ-სთან დაკავშირებით - ეს არის სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით პოლიტიკური მანიპულაცია, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას.

მისივე თქმით, ახალი პროექტის მიხედვით „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე აბსოლუტურად მოწესრიგებული გარემო შეიქმნება.

ამასთან, სოხაძე ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, რომ ფრაზა „ურბანული გენოციდის” ნაცვლად რაიმე ახალი მოიფიქრონ, რადგან ის გაცვდა.

„საკრებულოს ფუნქცია არის კონკრეტული პროექტების შინაარსობრივი განხილვა, ამის გარდა ჩვენი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ. მათი ტერმინი „ურბანული გენოციდი“ მემგონი თქვენთვისაც არ არის ახალი, ყველა პროექტზე, რომელიც საკრებულოში შემოდის, მუდმივად ისმის, რომ ეს არის „ურბანული გენოციდი“. შესაბამისად, მგონია, რომ ეს ფრაზაც გაცვდა, რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, მინდა გითხრათ, რომ გუშინდელ კომენტარებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გავეცით, მაგალითად: „ლაგუნა ვერესთან“ დაკავშირებით ითხოვდნენ, რომ რაღაც კვლევები ჩატარებულიყო. ამ დროს დოკუმენტში, რომელიც წარმოდგენილია, ზუსტად არის გაწერილი, რაც ევალება დამკვეთს, რომ შეასრულოს და გრგ-ს შემდეგ ეტაპზე წარმოადგინოს. დღეს ჩვენი კოლეგები მერის მოსვლას ითხოვენ, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მოვიდეს საკრებულოში მერი კონკრეტულ გრგ-სთან დაკავშირებით. ეს არის სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით პოლიტიკური მანიპულაცია. როდესაც მაგალითად „ლაგუნა ვერეს“ პროექტზეა საუბარი არავინ არ საუბრობს იმას, რომ დღეს იქ არსებობს შენობები, ფაბრიკა და უამრავი ბენზინგასამართი სადგურია იმ ტერიტორიაზე, თუ რაიმე დღეს სატრანსპორტო კოლაფს ქმნის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, ზუსტად ეს ქაოტური განაშენიანებაა, რაც იქ არის. ჩვენ დღევანდელი პროექტით ვიღებთ აბსოლუტურად მოწესრიგებულ გარემოს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი და ამ ქალაქისთვის იქნება ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტი“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისის მერს, კახა კალაძეს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე მისვლას და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა