გიორგი ვაშაძე - ვულოცავ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ გმირ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი განცხადებით, ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

"ვულოცავ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ გმირ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მინდა თანადგომა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაში, სადაც უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

დღეს, ყველა ქართველი პატრიოტის თანადგომა, ყურადღება მიმართულია უკრაინის გამარჯვებისკენ, რადგან მისი გამარჯვება ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოს დეოკუპაციისთვის, საქართველოს ერთიანობისთვის, საქართველოს გამარჯვებისთვის. სწორედ ამიტომ, აქვე მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გულანთებული მეომარი ბიჭების მიმართ. საქართველო გაიმარჯვებს!

უკრაინა გაიმარჯვებს! ".- წერს გიორგი ვაშაძე „ფეისბუქზე“.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა