ნათია თურნავა - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, სსფ-ი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მასთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

აღნიშნულის შესახებ ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ წარმომადგენელთან საქართველოში, ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სებ-ის მენეჯმენტი ესწრებოდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას, ასევე, სსფ-ის ტექნიკური დახმარების საკითხებს. ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ხელს უწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას.

„ეროვნულმა ბანკმა არაერთი თანმიმდევრული და ადეკვატური ნაბიჯი გადადგა გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ. სებ-ის მხრიდან სათანადო პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ინფლაციის მოლოდინების მართვასა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას. ინფლაცია ივლისში 0,3% - მდე შემცირდა, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე საკმაოდ დაბალია, მაშინ როცა საბაზო ინფლაცია 3.1%-ს შეადგენდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება