საქართველოს სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს შეხვდა

24 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამცხე-ჯავახეთში არსებული გამოწვევების გაცნობის მიზნით რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ენაზე ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემა და მისგან გამოწვეული ახალგაზრდების მიგრაცია, გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა.

„გამოწვევად დასახელდა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ზოგიერთი სოფლების ბავშვები სკოლაში სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ დადიან. გართულებულია ასევე, საკვები და აუცილებელი საყოფაცხოვრებო პროდუქტების მიწოდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს შშმ პირთა დღის ცენტრის არსებობა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება; ხაზი გაუსვეს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნინოწმინდის მერს ანივარდ მისოანსაც შეხვდა, სადაც დეტალურად გაეცნო მუნიციპალიტეტის საქმიანობას და დაგეგმილ პროგრამებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა