საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 54 კილომეტრში, დმანისთან, სოფელ გორაში იყო და მისი სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.