თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
„ვულოცავ ჩვენს მეგობარ უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი!!! უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!“ - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.