გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს 10:00-დამ 20:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს გუდაურში, დუშეთის რაიონის სოფლებში ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი, ხოლო 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ბაზალეთის ტბაზე, სოფლებში ჩანადირთკარი, მლაშე, ბაზალეთი, უნდილაანთკარი, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა, შალიკიანთკარი, საშაბურო, ჩუბინიანთკარი, პირმისაანი, ბაგიჭალა.

კომპანიის ცნობით, 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელი გლდანში ზაქარია მაისურაძის, გულისაშვილის, ინგუშეთის, ვლადიმერ ჟღენტის ქუჩებზე, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს