ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - 2025 წლიდან საპენსიო სისტემაში, აქტივების მართვაში დაიშვებიან კერძო აქტივების მმართველები - მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აქტივების მმართველი შეარჩიოს

2025 წლიდან საპენსიო სისტემაში, აქტივების მართვაში დაშვებულები იქნებიან კერძო აქტივების მმართველები - მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აქტივების მმართველი შეარჩიოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს თავის საინვესტიციო გადაწყვეტილებას.

„მინდა გავუსვა ხაზი, თუ როგორ ვაპირებთ დამოუკიდებელი აქტივების მათთვის კიდევ უფრო გაძლიერებას მომავალში. მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, რომ 2025 წლიდან საპენსიო სისტემაში, აქტივების მართვაში დაშვებულები იქნებიან კერძო აქტივების მმართველები. საინვესტიციო საბჭოსთან ერთად, კერძო აქტივების მმართველები განახორციელებენ აქტივების მართვას. თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება არჩევანი გააკეთოს, რომელი და როგორი აქტივების მართვა სურს მას. ეს იქნება თავისუფალ არჩევანზე დამყარებული სისტემა. მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს თავის საინვესტიციო გადაწყვეტილებას. დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის პიროვნების, მონაწილის დანაზოგი, მათი საკუთრება და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მონაწილეს ჰქონდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დაიწყო მიმდინარე თვეს, როდესაც პორტფელების არჩევა შეუძლია მომხმარებელს, ხოლო დაახლოებით, 1 წელში შესაძლებლობა ექნებათ აქტივების მმართველი შეარჩიონ“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

როგორც მან აღნიშნა, გარე აქტივების მმართველების დაშვება მოხდება ეროვნული ბანკის მიერ. ასევე, მისივე განმარტებით, კანონი განსაზღვრავს, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს გარე საინვესტიციო აქტივების დაშვების უფლება.

„ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ საინვესტიციო აქტივების მმართველის გამოცდილებას, მის შესაძლებლობას, რათა ეფექტურად მართოს საპენსიო აქტივები. აქტივების მმართველი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე. აღნიშნული კრიტერიუმები განსაზღვრულია. აქტივების მმართველის შერჩევა იქნება საკმაოდ კონსერვატიული, შევეცდებით ისეთები შემოვიყვანოთ, რომელსაც მაღალი გამოცდილება აქვს“, - აღნიშნა გაგუამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის