იაშვილის საავადმყოფომ პაციენტების უსაფრთხოებასა და სამედიცინო ხარისხში ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

იაშვილის საავადმყოფო რეგიონის მასშტაბით პირველი პედიატრიული ცენტრი გახდა, რომელმაც ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას იაშვილის საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამერიკის აკრედიტაციის კომისიის რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესი და პერიოდული მონიტორინგი წარმატებით დასრულდა. შედეგად, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რომელიც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დასავლურ სტანდარტთან შესაბამისობას და ითვალისწინებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და მოვლის ხარისხის მიმართულებით მუდმივ განვითარებას.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2022 წელს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესში იაშვილის საავადმყოფომ დააანონსა, რომ განაგრძობდა მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი გამხდარიყო. რეაბილიტაციის პროექტიც ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურული მოწყობის ამერიკულ გაიდლაინებს დაეფუძნა.

როგორც იაშვილის საავადმყოფოს დირექტორი, თამარ ვახტანგაძე განმარტავს, იაშვილის საავადმყოფოს მიერ მოპოვებული საერთაშორისო აკრედიტაცია პატარა პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის გარანტს წარმოადგენს.

„ვულოცავ ამ დიდ წარმატებას იაშვილის მედპერსონალს და სრულიად ქვეყანას. იაშვილის საავადმყოფოს მიერ მოპოვებული საერთაშორისო აკრედიტაცია პატარა პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის წარმოადგენს გარანტს, მიიღონ სრულფასოვანი, საერთაშორისო დონის პედიატრიული სამედიცინო მომსახურება რეგიონში. უნდა აღინიშნოს, რომ იაშვილის საავადმყოფო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით გახდა პირველი, საერთაშორისოდ აკრედიტებული პედიატრიული ცენტრი“, - აღნიშნავს თამარ ვახტანგაძე.

როგორ კლინიკაში განმარტავენ, ამერიკის აკრედიტაციის კომისია (AACI) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. AACI არის „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“(ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. AACI-ის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს