„თიბისის“ მხარდაჭერით Technovation Girls Sakartvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა

თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით და „ალტე უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტ Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მონაწილე გოგონებისთვის, კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 17-24 აგვისტოს, ბანაკს, მთელი საქართველოდან, მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, 150 მოსწავლე ორ ეტაპად სტუმრობდნენ.

„ბანაკის მონაწილე გოგონებმა, მენტორებთან ერთად, მოისმინეს „ალტე უნივერსიტეტის“ პროფესორებისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული საინტერესო ლექციები კლიმატის ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, დემოკრატიული საზოგადოების ტექნოლოგიების და მეწარმეობის შესახებ. მათ ასევე გაიარეს ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის ვორქშოფები და მონაწილეობა მიიღეს სახალისო STEM თამაშებში.

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას და გულისხმობს მათ მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. 2022-2023 წელს პროგრამა საქართველოში ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის მხარდაჭერით. წელს პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიური პროექტები შექმნა 249 გოგომ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, აღსანიშნავია, რომ საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგონებისგან შემდგარი გუნდი - TSFE Technical Support for Earth, პროექტით: Smart Light, წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული. ხოლო, საქართველომ კი დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა.

„გამარჯვებული გუნდის წევრებს „თიბისისგან“ საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა.

„თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის