რევაზ სოხაძე - არც მერია და არც საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი არ იქნება საქართველოს საკანონმდებლო ნორმებთან - ყველას შეუძლია მშვიდად იყოს

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრის, რეზი სოხაძის განცხადებით, არც მერია და არც საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი არ იქნება საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან, განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოებას. აღნიშნულის შესახებ რეზი სოხაძემ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში განუცხადა, რითაც ისაუბრა დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე და მასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე.

“ჩვენ ვუსმინეთ საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რომლებიც ოპოზიციას ჰყავდა მოწვეული სხდომაზე. ჩვენი აზრით, უბრალოდ, მათ მიერ გამოთქმული ზოგიერთი შენიშვნა, რაც მათ აღელვებთ, გათვალისწინებული იქნება პროექტებში. ამასთან დაკავშირებით უკვე შემდგომ სანებართვო ეტაპებზე შესაბამისი კვლევები დაიდება. მინდა მოსახლეობა დავარწმუნო იმაში, რომ არც მერია და არც საკრებულო არ მიიღებს არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი არ იქნება საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან. განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოებას და ამასთან დაკავშირებით ყველა წუხილი საზოგადოების იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გუშინ სხდომაზე იმყოფებოდნენ, გაქარწყლებული იქნება. ყველას შეუძლია, რომ ამ მიმართულებით მშვიდად იყოს, თუმცა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შეიძლება იყოს ერთსულოვანი მოსაზრება”, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო