ოთარ გრიგოლია - თუ კვლევების შედეგად მივიღებთ რეალობას, რომელიც ქალაქის ინტერესებისთვის ანტაგონისტური იქნება, ცხადია, პროექტს გადავხედავთ

თუ კვლევების შედეგად მივიღებთ რეალობას, რომელიც ქალაქის ინტერესებისთვის ანტაგონისტური იქნება, ცხადია, პროექტს გადავხედავთ. ჩემი აზრით, ეს პროექტი ქალაქის ამ ნაწილში ურბანული განაშენიანებისთვის სიახლე იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპოზიციის ბრალდება, რომ სამშენებლო პროექტების შესახებ საჯარო დისკუსიები არ იმართება, სიმართლე არ არის.

მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატები მოსახლეობას ინფორმაციას დეტალურად აწვდიან, ხოლო დანარჩენ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ექსპერტებს, ურბანული კომისიის სხდომაზე დასწრება და აზრის გამოთქმა შეუძლიათ.

„გუშინ ხედავდით, რომ დაგვაბრალეს, თითქოს საჯარო დისკუსიები არ იმართება. ეს ასე არ არის, უბრალოდ, მას არ ესწრებიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინდელ სხდომაზე იყვნენ. ეს ბრალდება თავიდანვე ტყუილი იყო. „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის პროექტთან დაკავშირებით რამე კვლევა რომ ჩატარდეს, ჯერ საკრებულომ უნდა გასცეს ამის ნებართვა. გუშინ პროექტს მსვლელობა მივეცით, დავამტკიცეთ კვლევები და თუ ყველა კვლევისა და ანალიზის შედეგად პროექტი ყველა პირობას დააკმაყოფილებს, შემდეგ მას მივიღებთ. ჩემი აზრით, ეს პროექტი ქალაქის ამ ნაწილში ურბანული განაშენიანებისთვის სიახლე იქნება. მედია და ოპოზიციონერები ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს პროექტი უკვე მიღებულია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საინჟინრო და ტექნიკური დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია. თუ კვლევების შედეგად მივიღებთ რეალობას, რომელიც ქალაქის ინტერესებისთვის ანტაგონისტური იქნება, ცხადია, პროექტს გადავხედავთ. საკრებულოს სხდომებზე და ურბანული კომისიის სხდომაზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოსვლა. ურბანული კომისია შეიძლება თავად იყოს საჯარო განხილვის სივრცე. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ მაჟორიტარებმა მოსახლეობას აქტიური კომუნიკაციით სრულად გააცნონ საკითხი. რაც შეეხება ექსპერტებსა და სპეციალისტებს, მათ მუდამ შეუძლიათ სხდომებზე მოსვლა და აზრის გამოხატვა”, - აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში წარდგენილია სამშენებლო პროექტები, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. მათ შორისაა ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობაც. ამის გამო 24 აგვისტოს ურბანული კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციამ სხდომაზე სპეციალისტებიც მიიწვია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო