კელი დეგნანი - ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნება, შეინარჩუნოს ყურადღება იმაზე, რაც საქართველოს ინტერესებშია - უნდა შევხედოთ, თუ რატომ ამბობენ კონკრეტული ადამიანები იმას, რასაც ამბობენ, როცა არ აქვთ ფაქტები

ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნებოდა, რომ შეინარჩუნოთ ყურადღება იმაზე, რაც მნიშვნელოვანია და საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბებიან და ორიენტირებულები იქნებიან საქართველოს საუკეთესო ინტერესებზე, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება ამ ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ელჩის პოზიციაზე მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ელჩმა განმარტა, საქართველოს ეკლესია, კულტურა და ტრადიციები უკეთ იქნება დაცული ევროპული სისტემის ფარგლებში.

„ძალიან ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას და პარტნიორობას, რომელიც საქართველოს და ამერიკას აქვს. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა განსწავლულია და შეუძლია გაარჩიოს პროპაგანდა სიმართლისგან, სიმართლე კონსპირაციისა და ტყუილისგან. ჩემი აზრით, უნდა შევხედოთ, თუ რატომ ამბობენ ეს ადამიანები იმას, რასაც ამბობენ, არ აქვთ ფაქტები, არ ფლობენ ინფორმაციას, თუ სხვა მოტივები ამოძრავებთ, რა მოტივებია მიღმა, ეს იქნებოდა კითხვები, რაც უნდა დავსვათ.

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, წამყვანი ლიდერები, დისტანცირებას ახდენენ ამ განცხადებებისგან კერძო შეხვედრების დროს, რომელიც დამაზიანებელია, ჩვენს შორის ურთიერთობის შესუსტებაზეა გათვლილი, ეს არ ასახავს იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვქონდა 30 წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ეკონომიკის გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.

თუ პრორუსული პროპაგანდისთვის იქნება გარემო, რომელიც ცდილობს, რომ ხალხი დააბნიოს და გაყოს, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ფოკუსი მნიშვნელოვანზე. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია დარჩეს ევროპის გზაზე. თუ შევხედავთ ევროპას, კონკრეტული სარგებელი, მშპ-ს ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი განათლება და გაზრდილი შესაძლებლობები, ეს არის ის, რაც ევროპაში შესვლას მოაქვს. ვთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ორიენტაციაც ევროპისკენ იყო. გავეცანი თქვენს ისტორიას, წამიკითხავს ლიტერატურა და უფრო ნათელია ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ეს საქართველოს კულტურის ნაწილია. ეს ახალი არ არის, საუკუნეების განმავლობაში იყო, ეს ისტორიიდან და ტრადიციიდან მომდინარეობს. ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ნიშნავს თქვენი ტრადიციების მეტ დაცვას, კულტურის მეტ დაცვას, ამას ნახავთ, როგორც კი ესტუმრებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს. ნახავთ, რამდენად კარგად არის დაცული მათი მდიდარი ტრადიციები და ისტორია. ეს ნამდვილად არ არის რისკის ქვეშ. საქართველოს ეკლესია, უნიკალური და შესანიშნავი კულტურა მისი ტრადიციები განაგრძობენ არსებობას და უკეთ იქნება დაცული ევროპული სისტემის ფარგლებში. ჩემი რჩევა, შემდეგი ელჩისადმი იქნებოდა იგივე, შეინარჩუნოთ ყურადღება იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი და საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბებიან და ორიენტირებულები იქნებიან საქართველოს საუკეთესო ინტერესებზე, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ამის გაგრძელების ნახვა. ამერიკა ცდილობს ყველა ძალისხმევით მხარი დაუჭიროს საქართველო მეტად მდგრადი იყოს და მედეგი“, - აღნიშნა ელჩმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის