ვახტანგ სურგულაძე - არ მეგონა, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც მიიღებდნენ - ეს ურბიციდია, ქალაქს კლავენ!

არ მეგონა, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც მიიღებდნენ. ეს ურბიციდია, ქალაქს კლავენ! - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს” წარმომადგენელმა ვახტანგ სურგულაძემ დედაქალაქში დაგეგმილი სამშენებლო პროექტებზე საუბრისას განაცხადა, რომლებსაც ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

როგორც ვახტანგ სურგულაძემ აღნიშნა, სახელისუფლებო ფრაქცია საკრებულოში სრულად მობილიზებულია, რაც ნიშნავს, რომ საკრებულოს 29 წევრი პროექტებს მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, მშენებლობების საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

„ალბათ, კარგად გესმით, რომ სახელისუფლებო ფრაქციას საკრებულოში სრული მობილიზება აქვს და მშენებლობების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. 29 ადამიანი პროექტების დამტკიცებას ხელს აუწევს. გუშინ კომისიაზე რეალური ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც რეალური საფრთხე დაგვანახეს, როგორც ღვარცოფის, ისე წყალდიდობისა და სეისმოლოგიური მიმართულებით. მშენებლობების, რომლებიც ამახინჯებს და საფრთხეს უქმნის ქალაქს, ერთ დღეში დამტკიცება არ შეიძლება. მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში. არ მეგონა, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც მიიღებდნენ. ეს ურბიციდია, ქალაქს კლავენ! თბილისს არ აქვს მაღალსართულიანი შენობებისთვის გათვლილი სტანდარტები. სამწუხარო ის არის, რომ დღეს ამ სტრატეგიული პროექტების გარშემო უნდა ვიმსჯელოთ, თუმცა ვიცით, რომ ისინი უკვე გატანილია”, - განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა