კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე აქტიურად მუშაობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აქტიურად მუშაობს, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნოს.

დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო ცდილობს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკულ ბიზნესწრეებთან დააკავშიროს, რაშიც მისი განმარტებით, „წარმატება აქვთ“.

„პროგრესი არის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, ამაზე მუშაობა იყო. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის დროს ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა, სრულად მოდული შეიცვალა. მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანიები, რომლებიც დაინტერესებული იქნებოდნენ და რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდნენ ამ მიმართულებით. კვლავ ვმუშაობთ. ვისაც უფრენია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა დაადასტურებს, რომ საკმაოდ კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენ ვმუშაობთ ადმინისტრაციის ფარგლებში და განვაგრძობთ ღირებულების ხაზგასმას ამ საუბრებში, წამოწევას ამ თემის საქართველოს წარმომადგენლებთან ურთიერთობებში. ეს საქართველოსთვის კარგია და ბუნებრივია, როდესაც გაქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბაზრის სრული გახსნა ხდება. ზოგჯერ ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, ზოგჯერ კი მეორე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვის და ამერიკისთვის სასარგებლოა. ამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკულ კომპანიებს შორის. ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს დააკავშიროს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკული ბიზნესის წრეებთან და გვაქვს კიდეც წარმატება. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ უფრო დიდ დაინტერესებას ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ვხედავთ ენერგო კომპანიებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, ლოჯისტიკური კომპანიები და სოფლის-მეურნეობის სპექტრში მომუშავე კომპანიები შემოდიან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს ბიზნეს წრეებთან თანამშრომლობით. ყველაფერი მიმართულია, რომ გაიზარდოს და ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო  აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე აქტიურად მუშაობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო აქტიურად მუშაობს, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნოს.

დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო ცდილობს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკულ ბიზნესწრეებთან დააკავშიროს, რაშიც მისი განმარტებით, „წარმატება აქვთ“.

„პროგრესი არის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, ამაზე მუშაობა იყო. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის დროს ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა, სრულად მოდული შეიცვალა. მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანიები, რომლებიც დაინტერესებული იქნებოდნენ და რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდნენ ამ მიმართულებით. კვლავ ვმუშაობთ. ვისაც უფრენია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა დაადასტურებს, რომ საკმაოდ კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენ ვმუშაობთ ადმინისტრაციის ფარგლებში და განვაგრძობთ ღირებულების ხაზგასმას ამ საუბრებში, წამოწევას ამ თემის საქართველოს წარმომადგენლებთან ურთიერთობებში. ეს საქართველოსთვის კარგია და ბუნებრივია, როდესაც გაქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბაზრის სრული გახსნა ხდება. ზოგჯერ ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, ზოგჯერ კი მეორე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვის და ამერიკისთვის სასარგებლოა. ამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკულ კომპანიებს შორის. ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს დააკავშიროს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკული ბიზნესის წრეებთან და გვაქვს კიდეც წარმატება. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ უფრო დიდ დაინტერესებას ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ვხედავთ ენერგო კომპანიებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, ლოჯისტიკური კომპანიები და სოფლის-მეურნეობის სპექტრში მომუშავე კომპანიები შემოდიან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს ბიზნეს წრეებთან თანამშრომლობით. ყველაფერი მიმართულია, რომ გაიზარდოს და ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია