„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მეგა ჰოლდინგი“ ახალ საწარმოს აშენებს

„საქართველოს ბანკისა“ და კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ პარტნიორობით, სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნება. პროექტის ჯამური ოდენობა 8 მილიონი ევროა. ბანკის წილი კი 4,7 მილიონ ევროს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საწარმო 50,000 კვ.მ. მიწის ფართობზე განთავსდება და სამშენებლო კომპანიებისთვის ღრუტანიანი ფილებისა და კედლების წარმოებას დაიწყებს.

„ჩვენი კომპანია - MEGA HOLDING, ბაზარზე ჯერ კიდევ 2021 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე რამდენიმე ბრენდით და ბიზნეს მიმართულებითაა წარმოდგენილი. ესაა: MEGA PRODUCTION -სამშენებლო მასალების მწარმოებელი ბრენდია, MEGA DEVELOPMENT -უძრავი ქონების დეველოპერული მიმართულება და MEGA CONSTRUCTION-ი, რომელიც ჰოლდინგის სამშენებლო პროექტებს ახორციელებს. ახლა კი უკვე საწარმოსაც ვიმატებთ, რომელიც 2024 წელს, კერძო სახელის ასაშენებლად 100000 კვ.მ. საფასადე (სამშრიანი დათბუნებით) და საკედლე პანელების წარმოებას დაიწყებს. ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვართ, დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები და ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად გავაგრძელოთ მუდმივი განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის ხელშეწყობა და ახალი პროექტების განხორციელება. ჩვენი წარმოებული ღრუტანიანი ფილებით უკვე ავაშენეთ 4 საცხოვრებელი ბლოკი დიდუბეში, გლდანში ახლახან დავასრულეთ 2 საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ვაჟა მანაშეროვმა.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის, კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, გიორგი წეროძის თქმით, კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს, როგორიცაა ქვიშა, ღორღი და ბეტონი, ასევე ანაკრები რკინაბეტონის ელემენტები. „კომპანიამ საქმიანობა 2001 წელს კასპსა და ზაჰესში, ცემენტის, ბეტონის ბლოკების, ქვიშისა და ხრეშის წარმოებით დაიწყო. 2017 წელს კომპანიამ კი თბილისში ანაკრები ბეტონის ქარხანა გახსნა. კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს, როგორიცაა ქვიშა, ღორღი და ბეტონი, ასევე ანაკრები რკინაბეტონის ელემენტები. კომპანია დეველოპერულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე პროექტებით „მეგა დიდუბე“ და „მეგა გლდანი“ (ე.წ. Mega Construction). ორივე პროექტი მოიცავს 58 000 კვ.მ ფართობის მშენებლობას. ჩვენ ერთობლივ პროექტებს 2018 წლიდან ვახორციელებთ და ვცდილობთ, კლიენტთან ერთად არ გავჩერდეთ, განვვითარდეთ და ერთად ვიზრუნოთ სამშენებლო მასალების ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე“,- განაცხადა გიორგი წეროძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო