ნიკოლოზ გაგუა - საპენსიო დანაზოგებს ზედამხედველობს და რეგულირებას ეროვნული ბანკი უწევს - მოვუწოდებთ საზოგადოებას, აირჩიონ სასურველი საინვესტიციო პორტფელი  და დააკვირდნენ მათ შენატანებზე დარიცხული სარგებლის მაჩვენებლებს

საპენსიო შენატანები საპენსიო სქემაში მონაწილე პირთა დანაზოგია, მათი საკუთრებაა. დღეს მოქალაქეებს საინვესტიციო პორტფელის არჩევის საშუალება ეძლევათ. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, აირჩიონ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, აქტიურად დააკვირდნენ თავიანთი საპენსიო აქტივების ზრდის დინამიკას და მათ შენატანებზე დარიცხული სარგებლის მაჩვენებლებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო და მას ზედამხედველობს და რეგულირებას ეროვნული ბანკი უწევს.

მისივე თქმით, აქტივების მართვის სისტემა ეყრდნობა ორ მთავარ პრინციპს:

1) აქტივების მართვა უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი და ამ საკითხში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მიერ;

2) უნდა ხორციელდებოდეს აქტივების მართვის ეფექტიანი ზედამხედველობა.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სქემის მონაწილეებს საინვესტიციო პორტფელის სასურველი მოდელის არჩევა საპენსიო სააგენტოს ვებგვერდიდან, საპენსიო სააგენტოს ოფისში ან იუსტიციის სახლში მისვლით მიმდინარე წლის 6 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს