კელი დეგნანი - ერთადერთი წუხილი, რაც მაქვს, პოლარიზაციაა, რომელიც ქვეყანაში გრძელდება

ერთადერთი წუხილი, რაც მაქვს, პოლარიზაციაა, რომელიც ქვეყანაში გრძელდება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია, ადამიანებს ახსოვდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ყველა სხვა პარტიამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს აირჩიეს, ამერიკას და ევროკავშირს სთხოვეს, რომ შეესრულებინათ ფასილიტატორის როლი გამოსავლის მოძებნაში.

„ერთადერთი წუხილი, რაც მაქვს, პოლარიზაციაა, რომელიც ქვეყანაში გრძელდება. როდესაც 2020 წლის იანვარში საქართველოში ჩამოვედი, უკვე კრიზისი იყო, რომელიც 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, გავრილოვის მიერ სპიკერის სკამის დაკავებას მოჰყვა. ქვეყანა გაყოფილი იყო. სამწუხაროდ, მოჰყვა მოვლენები, რომლებიც გაღრმავდა და აღრმავებდა ამ პოლარიზაციას. ვთანამშრომლობდი ევროკავშირისა და სხვა ელჩებთან, ვისაც საქართველოში სტაბილურობა და პროგრესი აღელვებს, რათა მოგვეძებნა გზები, რომელიც პოლარიზაციას შეამცირებდა. ჩემი აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანია, ადამიანებს ახსოვდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ყველა სხვა პარტიამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს აირჩიეს, ამერიკას და ევროკავშირს სთხოვეს, რომ შეესრულებინათ ფასილიტატორის როლი გამოსავლის მოძებნაში. ყველაფერი ეს აპრილის შეთანხმებაში აისახა და ამა თუ იმ ფორმით თავად პარტიებმა აიღეს ვალდებულებები. ამერიკასა და ევროკავშირს არ შეუქმნია არც ეს დოკუმენტი და არც პირობები. ეს იყო მოლაპარაკების საგანი, საქართველოში პოლიტიკოსების მოლაპარაკების შედეგი. 2019 წლის შემდეგ 150-მა წევრმა ხელი მოაწერა და დაეთანხმა იმ იდეას, რომ კონსტრუქციულად ითანამშრომლებდნენ პარლამენტში, ხელს შეუწყობდნენ რეფორმებს და საქართველოს მეტ სარგებელს მოუტანდნენ. აშშ და ევროკავშირი წახალისებას აკეთებდა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

გარდა აღნიშნულისა, მან ელექტრონული არჩევნების ჩატარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ელექტრონული არჩევნების შემოთავაზება პოლიტიკური პარტიებმა წარადგინეს.

მისივე თქმით, გასაკვირი იყო, როდესაც ელექტრონული არჩევნების ჩატარების მაჩვენებელი 10 პროცენტიდან 90 პროცენტამდე გაიზარდა.

„ჩვენ მოვუწოდეთ, რომ ეს პროცესი ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებულიყო, რათა განსხვავებულია, რთულია, ძვირი პროცესია აპარატურის შეძენა. იყო ასეთი იდეა - ტესტირება უბნების 10%-ში. შემდეგ იყო წინადადება, შემდეგ არჩევნებში უბნების 70%-ის დაფარვისა და ამის გაგრძელება იმის მიხედვით, თუ რამდენად უხარვეზოდ და უპრობლემოდ ჩაივლიდა პროცესი. ყველას გაგვიკვირდა, როდესაც 10 პროცენტიდან 90 პროცენტამდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი. ეს ძალზედ ამბიციურია, ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია ამომრჩევლებისათვის, უბნების თანამშრომლებისათვის, საარჩევნო პროცესში მონაწილე თანამშრომლებისთვის“, - აღნიშნა დეგნანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო