გივი ჩხარტიშვილი - ადამიანებთან, რომლებიც მოღალატეობრივ ქმედებებში არიან მხილებულნი, ქალაქის განვითარებაზე საუბარი რთულია

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გივი ჩხარტიშვილი ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

როგორც „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან შინაარსობრივ განხილვაში შესვლა შეუძლებელია, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ქალაქის განვითარებას.

„კოლექტიურ ოპოზიციასთან ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ისინი ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას, ინვესტიციების შემოდინებას და ახალი პროექტების განხორციელებას. მათ არ მოსწონთ არცერთი პროექტი, რომელიც ქალაქის საკეთილდღეოდ ხორციელდება. ადამიანებთან, რომლებიც მოღალატეობრივ ქმედებებში არიან მხილებულნი, ქალაქის განვითარებაზე საუბარი რთულია. ისინი ლობიზმში იმ მილიონებს იხდიან, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოპარეს. ეს თანხები 2008 წლის ომიდან არის წაღებული“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა