ვასო ურუშაძე - კახა კალაძემ თბილისი სატრანსპორტო კოლაფსისთვის გაწირა

კახა კალაძემ თბილისი გაწირა სატრანსპორტო კოლაფსისთვის! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ თბილისის ჯანსაღი განვითარების პერსპექტივას იპარავენ.

კახა კალაძემ თბილისი გაწირა სატრანსპორტო კოლაფსისთვის! „ქართული ოცნება“ ქურდებივით იქცევით, იპარავთ თბილისის მომავალს, იპარავთ ქალაქის ჯანსაღი განვითარების პერსპექტივას და ამ ყველაფერს პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ აკეთებთ. კახა კალაძე შეგახსენოთ რა დაპირებებით მოხვედი ხელისუფლებაში? სად არის მრავალათასიანი მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურა? მიწის ზედა მეტრო ლილოში, რუსთავში, დიდ დიღომში, სად არის ახალი საბაგიროები რუსთაველი-მთაწმინდის, ვაზისუბნის, ახმეტელი თემქა და სამება-მახათას მთაზე? სად არის 10 სატრანსპორტო გამჭოლი საავტობუსო დერეფანი და 200 თვრამეტ მეტრიანი ელექტრო ავტობუსები? სად არის „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადა და სამტრედიის ქუჩასთან დამაკავშირებელი ხიდი? სად არის თბილისში ტრამვაის აღდგენის პროექტი? სად არის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია, სადგურის მოედანი, გურამიშვილი, ვარკეთილი, ახმეტელი? სად არის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა და ახალი შუქნიშნები? სად არის გორგასლის ქუჩის, მტკვრის სანაპიროს განვითარება? - კიდევ შემიძლია გავაგრძელო, რა მივიღეთ თქვენი 7 წლიანი მმართველობის შედეგად? რომელიც თბილისის ბიუჯეტს, ანუ ჩვენ 7 მილიარდ ლარზე მეტი დაგვიჯდა. ასე გამოიყურება კორუმპირებული ხელისუფლება, ეს არის პოლიტიკური თაღლითობა!“ - წერს ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება