სახალხო დამცველი ვალეს ე.წ. მეორე შახტის დასახლების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ე.წ. მეორე შახტის დასახლება მონახულა, მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

„მათ სახლებში არ აქვთ წყალი, არ აქვთ სველი წერტილები, არ აქვთ ბუნებრივი აირი. ამას ემატება ისიც, რომ შენობები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ, ნგრევის პირას არის და ოჯახები, მცირეწლოვანი ბავშვებითა და ხანდაზმულებით, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუდმივი საფრთხის წინაშე დგანან. დასახლებას არ აქვს გზა და შესაბამისად, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი. ეს ადამიანები სრულიად მიტოვებული და გარიყულნი არიან. მე შევეცდები მივმართო ყველას, ვისაც ეხება და ხელეწიფება ამ ადამიანთა პირობების გაუმჯობესება. საქართველოში სულ რამდენიმე საცხოვრებელია ამგვარ სავალალო მდგომარეობაში, რასაც სწრაფი რეაგირება და პრობლემების დროული გადაწყვეტა სჭირდება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ვალედან სახალხო დამცველი ახალციხეში ჩავიდა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს შეხვდა, სადაც ე.წ. მეორე შახტის დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების გარდა რეგიონში მცხოვრები უმცირესობების ინტეგრაციისა და სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხებიც განიხილეს.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს