პარტია ,,ხალხისთვის" თბილისის საკრებულოს წევრი ნინო წულაძე - ივანიშვილი ამჯერად თბილისის კულტურულ მემკვიდრეობას, მრავალი თბილისელის აღმზრდელ „ლაგუნა ვერეს“ და აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას მიადგა

ივანიშვილი ამჯერად თბილისის კულტურულ მემკვიდრეობას, მრავალი თბილისელის აღმზრდელ „ლაგუნა ვერეს“ და აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას მიადგა, - ამის პარტია „ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა ნინო წულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გეოლოგიურ პროცესებთან მსგავსი პოლიტიკური თამაში თბილისის მაცხოვრებლების უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ანადგურებს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ივანიშვილი ამ ტერიტორიაზე, რომლის ჯამური ფართი შეადგენს 45 698 კვ.მ-ს, 2 შენობის ჩადგმას გეგმავს, რომელთა სართულიანობა 52 სართულს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ შპს „ლაგუნა ვერეს“ 100%-იანი წილის მფლობელი საქველმოქმედო ფონდი „ქართუა“, ხოლო მედიაში გავრცელებული მონაცემებით, „ქართუმ“ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია ისევ ივანიშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელზე გაასხვისა და მიუხედავად, სპორტული კომპლექსის შენარჩუნებისა ანადგურებს თბილისის ისტორიულ მეხსიერებას, სავარაუდო კორუფციებისა და 2024 წლის არჩევნების მოსაგები თანხების აკუმულირების ხარჯზე. ტერიტორიის ჩრდილოეთის საზღვართან ფიქსირდება მდინარის მიწისქვეშა კოლექტორი. ასევე, ნაწილობრივ ვრცელდება დაბალი და მაღალი რისკის შემცველი გეოდინამიკური არეალი, ტერიტორიას კვეთს ღვარცოფი (მდინარე ვერე). კალაძის მოკლე მეხსიერებას უკვე აღარ ახსოვს 13 ივნისი და არც შოვის ტრაგედია. გეოლოგიურ პროცესებთან მსგავსი პოლიტიკური თამაში თბილისის მაცხოვრებლების უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ანადგურებს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენი უდიდესი ტკივილია დღემდე თბილისში არსებული საცობები და სატრანსპორტო კოლაფსი. გმირთა მოედანი კი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გამტარია, რომელიც ამ პროექტით სრულიად პარალიზებული გახდება. წარმოიდგინეთ 75% საცხოვრებელი ფუნქციით დატვირთული შენობა, მათ შორის კომერციული ობიექტები, პიკის საათებში რამდენი კერძო ავტომანქანის გადაადგილებას გამოიწვევს გმირთა მოედანზე, ამ საკითხებზე კი კალაძის გუნდი სამწუხაროდ არ საუბრობს. მათ წარმოადგინეს, სრულიად ლოგიკას მოკლებული კვლევა, რომლითაც ცდილობენ თვალები აგვიხვიონ. სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ ტყუვდება თბილისის მოსახლეობა ივანიშვილისა და კალაძის სავარაუდო კორუფციული ინტერესების გამო! ივანიშვილმა დახრა თბილისის უბნები და სამწუხაროდ, ვერა და ვერ დანაყრდა! ეს უნდა შევაჩეროთ!“ - განაცხადა ნინო წულაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის