გია ვოლსკი -  გეგმაა ის, რასაც დღეს ხედავთ: არ არის დაპირისპირება რუსეთთან, სანქციების დადება ან მეორე ფრონტის გახსნა - ამის შედეგია ის, რომ კითხვებს მისვამთ, გპასუხობთ და გარეთ რომ გახვალთ, საფრთხე არ გემუქრებათ

მუქარის ქვეშ ვცხოვრობთ - გეგმაა ის, რასაც დღეს ხედავთ: არ არის დაპირისპირება რუსეთთან, სანქციების დადება ან მეორე ფრონტის გახსნა. ამის შედეგია ის, რომ კითხვებს მისვამთ, გპასუხობთ და გარეთ რომ გახვალთ, საფრთხე არ გემუქრებათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რუსეთი მისი ინტერესების შესაბამისად დაპირისპირების პირობებში იმოქმედებს.

„ამ მუქარის ქვეშ ვცხოვრობთ, განცხადება რომ არ გაეკეთებინა მედვედევს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დაპირისპირების პირობებში რუსეთი იმოქმედებს ისე, როგორც მის ინტერესს შეესაბამება. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოთამაშე, მაგალითად, უკრაინა თავის ტერიტორიის გავლით რუსეთის ენერგორესურსს აწვდის ევროპას და გაზს, უამრავი რამ ხდება, მაგალითად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ქმარი რუსეთში ბიზნესს აწარმოებს, "ფილიპ მორისი" - ამერიკული კომპანია, ან თუნდაც ქართული კომპანია ამერიკული პროდუქციით შედის რუსეთის ბაზარზე. ეს არის ადამიანების და გარკვეული გაერთიანებების ინტერესები და ამ ინტერესებთან შედარებით, სახელმწიფო როგორიც საქართველოა, როგორც იგი მოქმედებს, გამომდინარე აქედან, მხოლოდ ერთი დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ. მონიტორინგის კომისიას, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, ნათქვამი აქვს, რომ არ ხდება საქართველოში რუსეთის ინტერესების გათვალისწინება, თქვენ მაინც შავ ხვრელებზე ლაპარაკობთ, რიტორიკულ შეკითხვებს სვამთ, რუსეთმა რომ გადაწყვიტოს რაკეტის სროლა ვთქვათ, რას იზამთ და ასეთი აპოკალიფსური... ჩვენ ვიზამთ იმას, რასაც დღეს ვაკეთებ, რომ გადავრჩეთ. აქედან გამომდინარეობს ისტერიკა, რაც ოპონენტების და მედიასაშუალებების ფორმატში ვადევნებთ თვალყურს. ჩვენი გეგმაა, ის რასაც დღეს ხედავთ, რომ გადარჩეს ქვეყანა, არ არის დაპირისპირება, ეკონომიკური სანქციების დადება ან მეორე ფრონტის გახსნა, გალაშქრება ცხინვალის რეგიონსა და სოხუმზე, როგორც ამას თქვენი უკრაინელები მოკავშირეები გვეუბნებიან. შედეგი ისაა, რომ აქ დგახართ, კითხვებს მისვამთ, პასუხებს გაძლევთ და გარეთ რომ გახვალთ, არ გემუქრებათ საფრთხე. ეს არის ამის შედეგი, შედეგია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება ასევე, ის რომ ნებისმიერ ბავშვს ვუმკურნალებთ საზღვარგარეთ თუ მას სიმსივნე აღმოაჩნდა, ის, რომ ნებისმიერ ბავშვს ვისაც შეჭირვებული ოჯახი ჰყავს, 200 ლარი დაენიშნება, რომ პენსია გაიზრდება, შედეგია ის სოციალური პაკეტი, რაც არსებობს მკურნალობისთვის, მედიკამენტების ფასები დარეგულირდება, პროდუქცია იქნება შენარჩუნებული იმ ფასებში, რომელიც დღეს სამწუხაროდ არ ახასიათებს მსოფლიოს და ბევრი სხვა",- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, მათი პოლიტიკა რამდენად დაახევინებს უკან რუსეთს ანექსიური პროცესებისგან, ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთს აშშ დაასანქცირებს.

„ჩვენ მოვუგეთ საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო რესურსი არსებობს, რომელიც დაპირისპირებულია მათ შორის ეკონომიკური ბერკეტით რუსეთის მიმართ და კიდევ ერთი მინდა მოგაგონოთ, ვინც შეეხება საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სულ მცირე აშშ-ის მიერ იქნება დასანქცირებული, სანქციების უშველებელი პაკეტი არსებობს, მაგრამ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს რუსეთის მდგომარეობას, თუკი იგი საქართველოს იმაზე მეტს ავნებს, ვიდრე წინა მმართველობის პერიოდში ავნეს",- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო