ნათია თურნავა „ხალიკ ბანკ ყაზახეთის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა „ხალიკ ბანკ ყაზახეთის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, უმუტ შაიახმეტოვას და "ხალიკ ბანკ საქართველოს" გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ გეგუჩაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ასევე, "ხალიკ ბანკსა" და ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობაში ეროვნული ბანკის როლსა და სექტორში ყაზახური ინვესტიციების ზრდის პერსპექტივებზე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის