ავთანდილ ცინცაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები დღესაც სასამართლოებში ჩივიან და პარკებსა და სკვერებში მშენებლობის ნებართვის გაცემას მოითხოვენ

თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე აცხადებს, რომ სირცხვილი იყო ის, რაც ოპოზიციონერი კოლეგების მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით გამართულ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ხდებოდა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები დღესაც სასამართლოებში ჩივიან და პარკებსა და სკვერებში მშენებლობის ნებართვის გაცემას მოითხოვენ. განცხადება ამის შესახებ ავთანდილ ცინცაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, თუმცა აღვნიშნავ, რომ არცერთ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგას დღეს ხმა ე.წ. ექსპერტების მიერ გამოვლენილ უზრდელობაზე არ ამოუღია. ვიმეორებ, ჩემი განცხადება საკრებულოში სტუმრად მყოფ ყველა ექსპერტს არ ეხება. ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს კი, რომელთაც ე.წ. ექსპერტების გამონათქვამები მოეწონათ, მოვუწოდებ, რომ წაიყვანონ ისინი თავიანთ პარტიებში, ოფისებში, სახლებში - ყველგან, სადაც გაუხარდებათ. წაიყვანონ, ჰყავდეთ და უსმინონ, ერთად წერონ ისიც, რაც დღეს სოციალური ქსელებით ვრცელდება და ასე მიმართონ ერთმანეთს“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მისივე თქმით, არცერთ ოპოზიციონერ კოლეგას ხმა არ ამოუღია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ მოედანზე აშენდა საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსები, რამდენ პარკში და რამდენ სკვერში განხორციელდა ეს პროცესი.

„ხოლო რისი აშენებაც ვერ მოასწრეს, ამის გამო დღეს მათი წარმომადგენლები გვიჩივიან სასამართლოებში, თუ რატომ არ ვაძლევთ სკვერებში, პარკებში, მეტიც, სატყეო ზონებში მშენებლობის უფლებას. სამაგიეროდ მოსწონთ ხაზარაძის მიერ ლისის ტბაზე მიმდინარე მშენებლობა და ამბობენ, რომ ის არის ძალიან კარგი. მათ არ მოსწონთ არც განვითარება და არც სწორი მიმართულებით სვლა, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნერვიულობენ კახი კალაძის ინიციატივებზე და საკრებულოში მიღებულ იმ პროექტებზე, რომლებიც დედაქალაქის ინტერესების დაცვაზეა მორგებული. მეგობრებო, გპირდებით, რომ ამაზე სანერვიულო არ გამოგელევათ“,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ავთანდილ ცინცაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები დღესაც სასამართლოებში ჩივიან და პარკებსა და სკვერებში მშენებლობის ნებართვის გაცემას მოითხოვენ

თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე აცხადებს, რომ სირცხვილი იყო ის, რაც ოპოზიციონერი კოლეგების მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით გამართულ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ხდებოდა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები დღესაც სასამართლოებში ჩივიან და პარკებსა და სკვერებში მშენებლობის ნებართვის გაცემას მოითხოვენ. განცხადება ამის შესახებ ავთანდილ ცინცაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, თუმცა აღვნიშნავ, რომ არცერთ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგას დღეს ხმა ე.წ. ექსპერტების მიერ გამოვლენილ უზრდელობაზე არ ამოუღია. ვიმეორებ, ჩემი განცხადება საკრებულოში სტუმრად მყოფ ყველა ექსპერტს არ ეხება. ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს კი, რომელთაც ე.წ. ექსპერტების გამონათქვამები მოეწონათ, მოვუწოდებ, რომ წაიყვანონ ისინი თავიანთ პარტიებში, ოფისებში, სახლებში - ყველგან, სადაც გაუხარდებათ. წაიყვანონ, ჰყავდეთ და უსმინონ, ერთად წერონ ისიც, რაც დღეს სოციალური ქსელებით ვრცელდება და ასე მიმართონ ერთმანეთს“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მისივე თქმით, არცერთ ოპოზიციონერ კოლეგას ხმა არ ამოუღია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ მოედანზე აშენდა საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსები, რამდენ პარკში და რამდენ სკვერში განხორციელდა ეს პროცესი.

„ხოლო რისი აშენებაც ვერ მოასწრეს, ამის გამო დღეს მათი წარმომადგენლები გვიჩივიან სასამართლოებში, თუ რატომ არ ვაძლევთ სკვერებში, პარკებში, მეტიც, სატყეო ზონებში მშენებლობის უფლებას. სამაგიეროდ მოსწონთ ხაზარაძის მიერ ლისის ტბაზე მიმდინარე მშენებლობა და ამბობენ, რომ ის არის ძალიან კარგი. მათ არ მოსწონთ არც განვითარება და არც სწორი მიმართულებით სვლა, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნერვიულობენ კახი კალაძის ინიციატივებზე და საკრებულოში მიღებულ იმ პროექტებზე, რომლებიც დედაქალაქის ინტერესების დაცვაზეა მორგებული. მეგობრებო, გპირდებით, რომ ამაზე სანერვიულო არ გამოგელევათ“,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია