„ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტების პირველი ნაკადი „ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია) შემოდგომის სემესტრში "ევროპის უნივერსიტეტიდან" ინფორმატიკის მესამე კურსის სტუდენტებს - კახა ფუტკარაძეს და გიორგი ბერულავას მიიღებს. ავსტრიაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ერთ სემესტრს გაატარებს ნატა ლურსმანაშვილი, რომელიც "ევროპის უნივერსიტეტში" მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.

სამივე მათგანი მიმღებ უნივერსიტეტში თავისივე მიმართულებაზე სრული დაფინანსებით ისწავლის და სხვა ხარჯებისთვის სტიპენდიასაც მიიღებს.

„მემორანდუმების ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტი" 32 ქვეყნის 80-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, რომელთაგან 50-მდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშია.

"ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ყოველ სემესტრულად აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ შესარჩევ კონკურსში და მათთვის სასურველ ქვეყანაში ისწავლონ.

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტების პირველი ნაკადი 31 აგვისტოს გაემგზავრება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა