ანა კაკაბაძე - ოპოზიციის კეკლუცობა მთავრდება მაშინ, როდესაც საკითხების რეალური განხილვა იწყება

თბილისის საკრებულოს წევრი ანა კაკაბაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ანა კაკაბაძის თქმით, ოპოზიციის კეკლუცობა მთავრდება მაშინ, როდესაც საკითხების რეალური განხილვა იწყება.

„ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური კეკლუცობა მაშინ მთავრდება, როდესაც საკითხების განხილვაზე გადავდივართ, სწორედ ამ დროს ტოვებენ ისინი სხდომის დარბაზს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ინფრასტრუქტურის განვითარება და თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, ის არის საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის მტერი. ვერ მოგცემთ უფლებას თბილისის განვითარებასა და წინსვლას ხელი შეუშალოთ“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას