გიორგი თოდუა - ფერმერებმა ვინც სახელმწიფო სუბსიდია ჯეროვნად გამოიყენეს და მოვლა-შეწამვლა შესაბამისი აგროვადებით ჩაატარეს, კარგი მოსავალი აქვთ

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას განცხადებით, ფერმერებმა, ვინც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა და თხილის მოვლა-შეწამვლა შესაბამისი აგროვადებით ჩაატარა, წელს საუკეთესო ხარისხის მოსავალი მიიღეს, ხოლო მათ ვისაც, შესაბამისი სამუშაოები არ განუხორციელებია, შედარებით ცუდი მოსავალი აქვთ.

„წინა წლებში ასე იყო და დღესაც ასეა - თუ უმაღლესი ხარისხის თხილი აწარმოა ფერმერმა, სარეალიზაციო ფასიც ექნება მისაღები და ვინც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ აწარმოა კარგი ხარისხის თხილი, ბუნებრივია, ექნებათ უფრო დაბალი შემოსავალი”, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ფერმერთა ნაწილმა სახელმწიფო სუბსიდია მიიღო, თუმცა აგროსამუშაოები არ ჩაატარა.

"ფერმერების ნაწილმა, რომლებმაც იმის მიუხედავად, რომ მიიღეს სახელმწიფო სუბსიდია და თხილნარი ვერ შეწამლეს, თუნდაც უამინდობის ან დროის უქონლობის გამო, თხილის ხარისხი, ცხადია, კარგი არ იქნება. ამიტომაც, ამ შემთხვევაში არის ფასის განსხვავებაც, სხვაობა ხშირად ორი ლარი და მეტია. დღეის მდგომარეობით, შესაძლოა, რეალიზაცია მოხდეს 6-7 ლარადაც“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

იმისათვის, რომ ფერმერებმა თხილის რეალიზაციით მაღალი ფასი მიიღონ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ საჭიროა მიმართოთ საშრობებს. საშრობებში მოქმედ ლაბორატორიებში გამოკვლევით დადგინდება რა ხარისხის თხილი გვაქვს და რა იქნება სარეალიზაციო ფასი.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო