საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი „რენაულტის“ და „შკოდას“ მარკის 130-მდე ახალი ავტომობილით განახლდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტომობილები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.

„ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი.საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება უფრო მეტად შეუწყობს ხელს პატრულ-ინსპექტორების საქმიანობის განხორციელებას. ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა. საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს