დავით სიხარულიძე - ოლიგარქიული ხელისუფლება საკუთარ ინტერესებს აყენებს  ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა და ამ პრინციპებით მოქმედებს, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში

საგარეო და საშინაო აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრს, ამერიკული საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს, რომელსაც ელჩობის ვადა ამოეწურა ქართულ მედიასთან მრავალმხრივ საინტერესო გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში აშშ-ს ბევრი ელჩი გვახსოვს, მაგრამ, ფაქტია, რომ არც ერთი მათგანის მიმართ არ გვახსენდება იმდენი პრეტენზიები და კრიტიკული დამოკიდებულება, რაც ქალბატონ კელი დეგნანს ჰქონდა. ხელისუფლებას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.

შესაძლოა, ამის გამოც ჰქონდა მის გამოსამშვიდობებელი შეხვედრას ქართულ მედიასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელზეც მან არა ერთი საკმაოდ საყურადღებო განცხადებები გააკეთა.

ვიდრე მის განცხადებებს შევეხებით, კითხვას ასე დავსვამ - თქვენ შეაფასებთ ელჩ კელი დეგნანის საქმიანობა საქართველოში?

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მის მიმართ მმართველ გუნდსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აშკარად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდა?

- დიახ, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავს ესხმოდა აშშ-ს ელჩს.

და ეს მაშინ, როცა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში საქართველოს ყოველთვის ჰქონდა აშშ-ს მხარდაჭერა და დიდწილად აშშ-ს დამსახურებაა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მისი ინსტიტუტების წინსვლა და ის, რეფორმები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და შემდეგ იყო ის საინტერესო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომელთანაც დაახლოება არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა.

ის თავდასხმები, რომელიც კელი დეგნანის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, ვფიქრობ, კარგად ასახავს „ქართული ოცნების“, როგორც ოლიგარქიული რეჟიმის არსს. აშშ-ს ელჩზე თავდასხმა იყო თავდასხმა დემოკრატიაზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და მიმართულია არა კონკრეტულად ელჩ დეგნანის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ის თავდასხმები, რომელიც კელი დეგნანის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, ვფიქრობ, კარგად ასახავს „ქართული ოცნების“, როგორც ოლიგარქიული რეჟიმის არსს. აშშ-ს ელჩზე თავდასხმა იყო თავდასხმა დემოკრატიაზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და მიმართულია არა კონკრეტულად ელჩ დეგნანის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ბოლო წლების განმავლობაში „ქართული „ოცნების“ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საკუთარი ინტერესები დაუპირისპირა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. იგი მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე.

ზოგადად, საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება და თუკი ხელისუფლება თვლის, რომ მისი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, იგი თანდათანობით, მიზანმიმართულად ახორციელებს საგარეო კურსის ცვლილებას, რომლის მზიანია საქართველო გადააქციონ სრული კლეპტოკრატიის ქვეყნად, სადაც ერთი კლანია გაბატონებული. ახლა ამ პროცესს ვადევნებთ თვალს.

- შესაძლოა, ამის მიზეზი ყოფილიყო მმართველ ძალის წიაღში გაჩენილი და მოძრაობად ჩამოყალიბებული „ხალხის ძალის“ ღიად ანტიამერიკული, ანტიდასავლური განცხადებები და მათივე მხრიდან ელჩი დეგნანის მიმართ ირიბად გამოთქმული მტკიცებები იმის შესახებ, რომ „გლობალური ძალები“ საქართველოსგან უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა.

შესაძლოა, ამის გამოძახილი იყო კელი დეგნანის პასუხი კითხვაზე თუ რას ურჩევდა იგი აშშ-ს შემდეგ ელჩს, რომლის ფარგლებში მან განაცხადა - „უნდა შევხედოთ, თუ რატომ ამბობენ კონკრეტული ადამიანები იმას, რასაც ამბობენ, როცა არ აქვთ ფაქტები“.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს ელჩ დეგნანის ამგვარი რჩევა საქართველოში აშშ-ს შემდეგი ელჩისადმი?

- რაც შეეხება ქალბატონი ელჩის ბოლო ინტერვიუს. უნდა ითქვას, რომ მისი განცხადებები საკმაოდ გაწონასწორებული და თავშეკავებული იყო.

ვფიქრობ, რომ განსხვავებას ვერ ვხედავ „ხალხის ძალისა“ და ივანიშვილის დანარჩენი დაჯგუფებების განცხადებებს შორის. „ხალხის ძალაც“ ამ ხელისუფლების ნაწილია და მიზნად ისახავს რუსული სტილით პროპაგანდის წარმოებას. მათი პროპაგანდაც რუსულს ჰგავს შინაარსობრივადაც, რადგან შინაარსობრივად, რუსულ პროპაგანდას არანაირი საფუძველი არ აქვს, არანაირ ფაქტებს არ ეყრდნობა, გახლავთ სრულ მანიპულაციაზე აგებული პროპაგანდისტული რიტორიკა. ამ პროპაგანდის მიზანია საზოგადოებაში გააჩინოს დაპირისპირება.

იმაზე კომენტარიც კი ზედმეტია, რომ საქართველოს ვინმე ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა. მასზე ყურადღების გამახვილებას არ ღირს, რადგან ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

პროპაგანდით მმართველობა რუსული მმართველობაა, რომელიც ერთი მხრივ ჩართულია კლეპტოკრატიულ სისტემაში, საკუთარი თავის გამდიდრებაში, ხოლო მეორე მხრივ ემსახურება იმას, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ძირის გამოთხრაში იგულისხმება საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან გადაკიდება და იზოლაციაში მოქცევა

ამ ტიპის პროპაგანდა ხელისუფლებიდან მომდინარეობს, საუბარია იმ ხელისუფლებაზე, რომელიც აყალიბებს და ქმნის ტროლების ქარხნებს. კვლევამ აჩვენა, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის მწარმოებლები არა მარტო ხელისუფლების შექმნილი ტროლების ქარხნები და მედიაა, არამედ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც შერწყმული არიან მმართველ პარტიასთან. როცა ვამბობთ - პარტია, ეს ნიშნავს სამთავრობო ინსტიტუტებსაც.

პროპაგანდით მმართველობა რუსული მმართველობაა, რომელიც ერთი მხრივ ჩართულია კლეპტოკრატიულ სისტემაში, საკუთარი თავის გამდიდრებაში, ხოლო მეორე მხრივ ემსახურება იმას, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ძირის გამოთხრაში იგულისხმება საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან გადაკიდება და იზოლაციაში მოქცევა.

- გვახსოვს, თუ როგორ გააცილა მმართველმა გუნდმა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი. სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთო დეპუტატ ზარქუას განცხადებები ელჩ დეგნანზე.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დეგნანის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები საზოგადოებას წარუდგენენ ფაქტებს იმის შესახებ, რომ აშშ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდა?

- ეს არის რუსული ტყუილის პროპაგანდა და სრული აბსურდი. ალბათობა იმის, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ აშშ საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა, არის ნულის ტოლი. ამ ტიპის რუსულ პროპაგანდას საქართველოში არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რადგან ამის დამადასტურებელი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს.

ალბათობა იმის, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ აშშ საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა, არის ნულის ტოლი

- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-ს სენატორებმა და კონგრესმენებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ აშშ-ს არაა დაინტერესებული უკრაინის ფრონტის გაფართოებითა და მასში საქართველოს მონაწილეობით, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ არა „ქართული ოცნება“, ახლა საქართველო ომში იქნებოდა ჩართული.

სწორედ ამ ფონზე ელჩმა დეგნანმა განაცხადა - „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოსათხრელად მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს“.

ცოტა ხნის წინ მას ასევე თქვა, რომ „საქართველოში არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამენ.“

რადგან წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მოლოდინშია, ევროკავშირთან დაკავშირებით ელჩის განცხადებაზე გკითხავთ - სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მისი განცხადება, რომ „საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოსათხრელად მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს“?

- ეს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, ვინც ამ ქვეყნის გულშემატკივარია, აშკარაა. ელჩის განცხადებამდეც ჩვენ ამას ყოველ დღე ვხედავდით და ახლაც ვხედავთ. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მიმართულებით მიზანმიმართულად ატარებს ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ნაბიჯებს. ამ მიმართულებით მისი ყველა გადადგმული ნაბიჯი მიზანმიმართული საბოტაჟი გახლდათ იმისათვის, რომ ქვეყნას ევროპული პერსპექტივა არ ჰქონდეს.

მაშინ, როცა ამ თემაზე უკრაინისა და მოლდოვასთან ერთად განიხილებოდა საქართველოს საკითხი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს ნიკა გვარამია. გვახსოვს, რუსულ სტილში აგენტების შესახებ რუსული კანონის მცდელობები. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოსთხროდა.

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მიმართულებით მიზანმიმართულად ატარებს ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ნაბიჯებს. ამ მიმართულებით მისი ყველა გადადგმული ნაბიჯი მიზანმიმართული საბოტაჟი გახლდათ იმისათვის, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ ჰქონდეს

ხელისუფლებამ იანუკოვიჩის მაგალითზე მშვენივრად იცის, რომ სწრაფად არ გამოვა ქვეყნის ევროპისგან დისტანცირება, ამიტომაცაა, რომ იგი დასახული მიზნის მისაღწევად ნაბიჯებს თანმიმდევრობით და მიზანმიმართულად დგამს.

რაც შეეხება ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელსაც ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებადი მედიისა და ტროლების საშუალებით ახორციელებს, საკმაოდ დიდი ძალა აქვს.

ხელისუფლებამ იანუკოვიჩის მაგალითზე მშვენივრად იცის, რომ სწრაფად არ გამოვა ქვეყნის ევროპისგან დისტანცირება, ამიტომაცაა, რომ იგი დასახული მიზნის მისაღწევად ნაბიჯებს თანმიმდევრობით და მიზანმიმართულად დგამს

საერთოდ, პოსტტოლიტარულ ქვეყნებში პროპაგანდას აქვს დიდი ძალა. როდესაც ამ მიმართულებით თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ვრცელდება გზავნილები, ამას დემოკრატიის დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც აქვს შედეგი.

- მიუხედავად ცხელი ზაფხულისა, საგარეო პოლიტიკაში პროცესები საკმაოდ აქტიურადაც კი ვითარდებოდა.

სულ ახლახან, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია ათენის არაფორმალურ სამიტში, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს განიხილავდნენ, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია „ყირიმის დეოკუპაციის“ ფორუმში, რომელშიც 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მანამდე, საქართველომ, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ უნდა ევროკავშირის წევრობა ამ ზაფხულში გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან. ჩინეთმა და საქართველომ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.

მეტიც, უკვე ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ანაკლიის პორტისა და ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობას.

იმის გათვალისწინებით რაც ჩამოვთვალე, სავარაუდოდ, როგორი აღმოჩნდა 2023 წლის ზაფხული საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით?

- შედეგი ასეთია, ვხედავთ, რომ ოლიგარქიული ხელისუფლება საკუთარ ინტერესებს აყენებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა და ამ პრინციპებით მოქმედებს, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში.

რაც შეეხება ჩინეთს. საკმაოდ მძიმე თემაა. ზოგადად, გაგვიჭირდება იმაზე საუბარი, რომ ჩინეთის მხრიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობა დავარქვათ.

ამ ზაფხულში 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წელი შესრულდა. მანამდე გვახსოვს რუსეთის აგრესია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. აგვისტოს თვე მტკივნეულია არა მხოლოდ იმათთვის, ვინც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაა და ახლა ცხოვრებას დევნილის სტატუსით აგრძელებს.

ამ 31 წლის მანძილზე ჩვენ არ გვახსოვს ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის განცხადება. არც მოწოდება მახსოვს პეკინის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები.

იმიტომ კი არ მახსოვს, რომ ცუდი მეხსიერება მაქვს, ასეთი განცხადებები ჩინეთს არასდროს გაუკეთებია. ამიტომ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე საბაზისო საუბარიც კი არ გამოდის.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ რამდენიმე საფრთხის შემცველი გარემოებები არსებობს, რაზეც უცხოელი და ქართველი ანალიტიკოსები საუბრობენ.

როცა ჩინეთთან ურთიერთობებზე და მულტივექტორალიზმზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მიზანი ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაა. ფაქტია, რომ ხელისუფლება, ყოველ დღე არღვევს კონსტიტუციის ამ მოთხოვნას.

როცა ჩინეთთან ურთიერთობებზე და მულტივექტორალიზმზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მიზანი ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაა. ფაქტია, რომ ხელისუფლება, ყოველ დღე არღვევს კონსტიტუციის ამ მოთხოვნას

ჩინეთთან საქართველოს ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობები. ბუნებრივია, რომ ჩინეთს თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ, როცა ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა ამ ურთიერთობების გაღრმავება რაში მდგომარეობს? ამ თემებზე კითხვები მეტია, ვიდრე პასუხები ვიცით.

ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალია კორუფციის დონე და კორუფციული რისკები, იმ ქვეყნებს ჩინეთი აქტიურად აძლევს სესხებს. მსოფლიო ბანკისგან და სავალუტო ფონდისგან განსხვავებით, ჩინეთს ნაკლები მოთხოვნები აქვს. მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მოთხოვნები კარგ მმართველობას და კორუფციისგან ქვეყნის დაცვას გულისხმობს.

როგორც ვთქვი, ჩინეთი კორუფციის მაღალი დონის ქვეყნებს სესხებს უპრობლემოდ აძლევს. ასეთი ქვეყნებია პაკისტანი, ეთიოპია, შრლი-ლანკა. იქაური ოფიციალური პირები და მაღალი თანამდებობის პირები ამ თანხებს იპარავენ, ეს ფული იფლანგება, არ ხდება ინსტიტუტების განვითარება. შედეგი ისაა, რომ ეს ქვეყნები ჩინეთის გავლენის ქვეშ ექცევიან.

ჩინეთი კორუფციის მაღალი დონის ქვეყნებს სესხებს უპრობლემოდ აძლევს. ასეთი ქვეყნებია პაკისტანი, ეთიოპია, შრლი-ლანკა. იქაური ოფიციალური პირები და მაღალი თანამდებობის პირები ამ თანხებს იპარავენ, ეს ფული იფლანგება, არ ხდება ინსტიტუტების განვითარება. შედეგი ისაა, რომ ეს ქვეყნები ჩინეთის გავლენის ქვეშ ექცევიან

ცალკე საკითხია „შუა დერეფნის“ საკითხი. საქართველოსთვის „შუა დერეფნის“ თემა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ენერგეტიკა, რადგან საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო დერეფნის როლის შესრულება შეუძლია.

საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ერთად „შუა დერეფნის“ ფუნქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ივსება შინაარსით, როდესაც იგი დასავლური ინვესტიციებითა აშენებული და რუსეთისა და ჩინეთის კონტროლირებადი გზების ალტერნატივას წარმოადგენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მას აზრი და ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს საქართველოს გამდიდრება.

საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ერთად „შუა დერეფნის“ ფუნქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ივსება შინაარსით, როდესაც იგი დასავლური ინვესტიციებითა აშენებული და რუსეთისა და ჩინეთის კონტროლირებადი გზების ალტერნატივას წარმოადგენს

ამიტომ დაანგრია ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის პერსპექტივა. მშენებლობაც კი არ იყო დაწყებული, როცა უკვე 500 მილიონი აშშ დოლარი იყო მობილიზებული, ამერიკულმა და ევროპულმა სტრუქტურებმა გასცეს პირობა რომ დააფინანსებდნენ მის მშენებლობას. ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოსთვის იყო მნიშვნელოვანი და შემდეგ დანარჩენი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.

ვიმეორებ, „შუა დერეფნის“ არსებობას, მაშინ აქვს მნიშვნელობა და აზრი, თუ იგი არ დაექვემდებარებოდა რუსეთისა და ჩინეთის კონტროლს. რა თქმა უნდა, ამ პროექტში ჩინეთის მონაწილეობა შესაძლებელია, მაგრამ, თუ ჩვენი „შუა დერეფანი“ ისეთივე კონტროლირებადი გახდა, როგორც შრი-ლანკის პორტი, მაშინ ის თავის შინაარსს დაკარგავს, რადგან ჩინეთისა და რუსეთის კონტროლს იქნება დაქვემდებარებული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო