სანდრო რაქვიაშვილი - მედვედევი საკმაოდ კომიკური პერსონაჟია რუსეთის პოლიტიკის და არ მგონია, მისი ყველა განცხადება ყურადღებას იმსახურებდეს

მედვედევი საკმაოდ კომიკური პერსონაჟია რუსეთის პოლიტიკის და არ მგონია, რომ ყველა მისი განცხადება ყურადღებას იმსახურებდეს, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ზოგადად „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს ხშირად გააკეთებს, "კიდევ ბევრჯერ დაიმსახურებს შექებას".

„მედვედევი საკმაოდ კომიკური პერსონაჟია რუსეთის პოლიტიკის და არ მგონია, რომ ყველა მისი განცხადება ყურადღებას იმსახურებდეს. ალბათ, ისიც იგივე დონეზე გადის, რაც პროპაგანდისტების განცხადებები. ბუნებრივია, ცუდია, როცა შენს მტერს, თუნდაც ასეთი კომიკური პერსონაჟის სახით მოსწონს შენი მთავრობა, მაგრამ საბოლოოდ, პირველი ასეთი განცხადება არ არის. თუ ზოგადად „ქართული ოცნება“ ასეთ ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს თუ ნაბიჯებს ხშირად გააკეთებს, კიდევ ბევრჯერ დაიმსახურებს შექებას. ამიტომ ამ კონკრეტულ განცხადებას მე მგონი არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სხვა განცხადებებთან ერთობლიობაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არც ისე სწორი მიმართულები ვითარდება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა. როგორც მან RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს