ლევან მეხუზლა - დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 2500 ტონა ყურძენი

დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 2500 ტონა ყურძენი,- ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, რთველი არის სამეურნეო პროცესი, რომელიც, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადების მიუხედავად, წელსაც წარმატებული იქნება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება მევენახეებს ჩაუბარებელი.

„მოსავლის დაბინავება ამ ეტაპზე ძირითადად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მომავალი კვირიდან რთველის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. ვხედავთ, როგორი გაზრდილია მოსავლიანობა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ექსპორტის ზრდამ და დარგის განვითარებამ განაპირობა. რთველი არის სამეურნეო პროცესი, რომელიც, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადების მიუხედავად, წელსაც წარმატებული იქნება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება მევენახეებს ჩაუბარებელი", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.

„ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 110 ღვინოს საწარმო, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს შეისყიდის.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა