გარემოს ეროვნული სააგენტო - პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტერთან, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის მყისიერ ჩამოშლას - ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს ადგილზე აფასებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას.

"ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში.

ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები", -ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს