რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ­ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალული დედაღვთისა მესამე დღეს უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცაში აღამაღლა, ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. ამ დღეს იხსენებენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას (მიძინებას), აღდგომასა და განდიდებას, უფლის მიერ მის აღყვანებას ზეციურ სასუფეველში, მის სულიერ და ფიზიკურ სისავსეში მყოფობას. მარიამობას წინ უძღვის ორკვირიანი მარხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს