გია ვოლსკი - საზოგადოება, ვისთვისაც ახალია საპენსიო ფონდი, არ არის მზად ეს პაკეტები განიხილოს პროფესიონალურად - 2028 წლიდან ახალ ეტაპზე გადავა ჩვენი სახელმწიფო, რეალურად პენსია ექნება ხალხს და არა სოციალური დახმარება

საზოგადოება, ვისთვისაც ახალია თვითონ საპენსიო ფონდი, არ არის მზად იმისთვის, რომ ეს პაკეტები განიხილოს პროფესიონალურად - 2028 წლიდან ახალ ეტაპზე გადავა ჩვენი სახელმწიფო, რეალურად პენსია ექნება ხალხს და არა სოციალური დახმარება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ საპენსიო პორტფელებთან დაკავშირებით განაცხადა.

"ძალიან პოზიტიურია მთელი რიგი მოსაზრებები, რომ 2024 წელს ამოქმედებულიყო, თუნდაც ის, რომ რისკიან პაკეტში გადასულიყო ვიღაცის დანაზოგები, რომ მეტი მოგება ჰქონოდათ, მაგრამ საზოგადოება, ვისთვისაც ახალია თვითონ საპენსიო ფონდი, არ არის მზად იმისთვის, რომ ეს პაკეტები განიხილოს პროფესიონალურად, აქედან გამომდინარე გარკვეული დრო გვჭირდება, რათა ადამიანებმა გაითავისონ კიდეც და რაც მთავარია ამ პერიოდში არანაირი რისკი მათ დანაზოგს არ ჰქონდეს. გადაწყვეტილება სწორია, მართებულია და ვფიქრობ 2028 წლიდან ახალ ეტაპზე გადავა ჩვენი სახელმწიფო იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად პენსია ექნება ხალხს, როცა ამის დრო მოვა და არა სოციალური დახმარება, რისი სახეც აქვს დღევანდელ დღეს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი გამოეხმაურა ასევე მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ცვლილებებს, რომელიც ვადის 2028 წლამდე გახანგრძლივებას ეხება, აღარ აამოქმედებდნენ, თუ ხმაური და უკმაყოფილება არ იქნებოდა.

"არ არის სწორი ინფორმაცია, თუმცა, ოპოზიციამ ასე უნდა თქვას, რომ ხმაური ატყდა. ჯერ ერთი, ხმაური კი არ ატყდა, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა თავის პოზიცია გამოხატეს და ეს არ იყო მხოლოდ ოპოზიციური ფლანგიდან. ჩვენ შიდა განხილვები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, დემოკრატიული პროცესია, სკეპტიკური დამოკიდებულება ნაადრევად ამ რეგულაციების მიღებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ჰქონდა ჩვენს გუნდშიც და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც აქედან იყო მიღებული,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა