გია ვოლსკი - მცდელობა  და კითხვა - „მაშინ როცა ამერიკას აკრიტიკებს, პრემიერი რატომ არის ამერიკაში“, იმდენად უსუსურია, რომ ადეკვატური პასუხის გაცემაც არ მინდა

მცდელობა და კითხვა - „მაშინ როცა ამერიკას აკრიტიკებს, პრემიერი რატომ არის ამერიკაში“, იმდენად უსუსურია, რომ ადეკვატური პასუხის გაცემაც არ მინდა, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კითხვას ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში, მაჰეტენზე ყოფნის თაობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება აშშ-ში, არ იმყოფება ბოტოქსის გასაკეთებლად, ისე როგორც თქვენი პრეზიდენტი(სააკაშვილი) იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი თავის შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ ასწავლის, არ ხარჯავს უშველებელ თანხებს პირადი მიზნების რეალიზაციისთვის, ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ ვართ. არც მის შვილს მიუღია ისეთი ქულები, რომელიც სწავლების დროს არ დაიმსახურა. ირაკლი ღარიბაშვილს არასდროს უღალატია იმ პრინციპისთვის, რაც მისივე ინიციატივით არის შეტანილი კონსტიტუციაში და რაღაც თემებზე თუკი სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, ეს ამერიკელებისთვის გასაკვირი არ არის.

მცდელობა და კითხვა - „მაშინ როცა ამერიკას აკრიტიკებს, რატომ არის ამერიკაში“, იმდენად უსუსურია, რომ ადეკვატური პასუხის გაცემაც არ მინდა. ოპოზიცია ამას იძახის თქვენი მეშვეობით - „თუ ცუდია (ამერიკა) იქ რატომ არის და შვილი იქ რატომ სწავლობს?" ვინ თქვა რომ ცუდია? ის, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგე და მხარი მოხრილი გქონდეს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ",- განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება