„თელასი“ - საბურთალოზე, გაზის მილზე ხანძრის გამო მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა, რის გამოც 26 000 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს

საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო „თელასის“ მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის 26 000 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.

„თბილისში ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კილოვატი სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000-ზე მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. „თელასის“ საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ ღამის 3 საათისთვის დასრულდება“, - ნათქვამია „თელასის“ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის