გამოცდების ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა - საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს, 18:00 საათზე იწურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. გამოსაცდელებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

“პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ნებისმიერი ცვლილების შეტანისას (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება.

შეგახსენებთ, იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი. გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა - 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41; ინგლისური ენა - 754; რუსული ენა - 15; გერმანული ენა - 19; ფრანგული ენა - 2; მათემატიკა - 510; ისტორია - 796; გეოგრაფია - 29; ბიოლოგია - 228; ქიმია - 60; ფიზიკა - 40; ლიტერატურა - 52; ხელოვნება - 7; სამოქალაქო განათლება - 114. შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში. აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი