„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქვეშეთის გგს-ში გეგმურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქვეშეთის გგს-ში გეგმურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქვეშეთის გაზგამანაწილებელ სადგურში გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, 09:00-დან 1-ელი სექტემბრის 09:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დაბა ფასანაურის ნაწილს და დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზემო მლეთა, ქვემო მლეთა, არახვეთი, ქვეშეთი, ნადიბარი, ნაღვარევი, ამირნი, ჩოხელნი, ნიკირი, წინკობანი, ბედონი, ხარხეთი, მანასეული, როსტიაანი, ბენიანბეგონი, იუხო, წკერე, ქავთარაანთუბანი და ქოჩორიანის უბანი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა