პაატა დავითაია - კარასინი არღვევს დიპლომატიის და მოლაპარაკებების წესებს, ამ განცხადების შემდეგ, პირადად მასთან ყველა სახის მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს

ბოლო პერიოდში, რუსეთი ძალიან გააქტიურდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. კატეგორიულად მიუღებელია განცხადებები, რაც ჯერ მედვედევის, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთის და ინდოეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება მოხდეს. ეს განცხადებები ცხადყოფს, რომ რუსეთი აქტიურად ემზადება ჩვენი ტერიტორიების ანექსიისთვის, - ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მკვეთრი რეაქცია გამოხატოს და შესაბამისი განცხადებები გაკეთდეს.

„მნიშვნელოვანია და საყურადღებოა, რომ ამჯერად განცხადებებს აკეთებს გრიგორი კარასინი, მომლაპარაკებელი პირი, ე.წ. აბაშიძე - კარასინის ფორმატის წარმომადგენელი, მთავარი მომლაპარაკებელი, რომლის ფუნქცია მოლაპარაკებები და არსებული პრობლემების მოგვარებაა. ამ ფონზე, როგორც აღმოჩნდა, მთავარი მომლაპარაკებელი პირი აწარმოებს პოლიტიკას, რათა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გაძლიერდეს.

საქართველოს მთავრობას მოვუწიდებ, მკვეთრი რეაქცია გამოხატოს და შესაბამისი განცხადებები გაკეთდეს. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში უნდა ჩააყენონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. უნდა გააქტიურდეს დიპლომატიური მუშაობა კარასინის მიერ დასახელებულ ქვეყნებთან, რათა მოიხსნას ჩვენი ტერიტორიების აღიარების საფრთხე.

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებების ფორმატიდან პირადად კარასინის ჩამოცილება მოხდეს, რადგან პირი, რომელიც ერთის მხრივ, თითქოს, მუშაობს სიტუაციის დათბობასა და მოლაპარაკებებზე, მეორე მხრივ, კი ღიად აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. გრიგორი კარასინის განცახდება არის, როგორც მოლაპარაკებების და დიპლომატიის ყველა ნორმის დარღვევა, ეს არის ქართული მხარის მიმართ უპატივცემულობის ღია გამოვლინება, რის გამოც პირადად კარასინთან ყველა სახის მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს”, - აცხადებს პაატა დავითაია.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებენ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება